მეზოთერაპია კლინიკა კურაციოში
ეს მეთოდი პირველად შეიმუშავა მიშელ პისტორმა, პარიზში 1952 წელს, ხოლო როგორც სამკურნალო სამედიცინო მეთოდი, ოფიციალურად 1987 წელს აღიარა საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ. მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი მთავარი პრინციპია ინდივიდუალურად, პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე შემუშავებული კოქტეილის შეყვანა კანში, 0.5მმ–6მმ სიღრმეზე. ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ კანს აუცილებელი ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები უშუალოდ დერმაში(მეზოდერმაში), სადაც ისინი ვერ მოხვდებიან კანის ზედაპირიდან მალამოების და ლოსიონების სახით. კურაციოში მეზოთერაპიისთვის ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოს მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებულ კოქტეილებს.
ამ „კოქტეილის“ მოქმედების შედეგად უმჯობესდება სისიხლის მიმოქცევა, აქტიურდება მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის პროცესები, ასევე შესაძლებელია საჭირო რაოდენობის სითხის შეყვანა. კანი შესამჩნევად იჭიმება, სწორდება, ღებულობს ლამაზ, ჯანმრთლ იერსახეს, შესამჩნევად ახალგაზრდავდება, ქრება ნაოჭები, შესაბამისად თქვენ ხდებით უფრო მიმზიდველი და თავში დარწმუნებული. სამკურნალო მეზოთერაპიულ პროცედურას გააჩნია უნივერსალური მოქმედება და მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალი პრობლემის გადასაჭრელად. მეზოთერაპიის ჩვენებებია: ასაკობრივი ნაოჭები, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანი, პიგმენტური ლაქები, აკნე, გამოხატული კაპილარული ქსელი, ორმაგი დაკიდებული ღაბაბი, ცელულიტი, ზედმეტი ცხიმი, თმის ცვენა და სხვა.
კლინაკა კურაციოში ვიზიტის დასაგეგმად დააჭირეთ აქ.