News
რა არის ძილის აპნოე და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა? August 29, 2019 ძილის აპნოე ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევაა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას.  
ძილის აპნოეს ახასიათებს ხმაურიანი სუნთქვა, ღამით სუნთქვის უნებლიედ გაჩერება რამოდენიმე წამით და კვლავ სპონტანურად აღდგენა, ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები, პირის სიმშრალე, დილით თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილიანობა დღის განმავლობაში.

დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • დეტალური ანამნეზის შეკრებას, პაციენტს თან უნდა ახლდეს პირი, რომელიც აღწერს პაციენტის ღამით სუნთქვის პრობლემას
  • ძილის პოლისომნოგრაფიული კვლევას- ამ აპარატის საშუალებით ღამით ძილის დროს ხორციელდება  გულის, ფილტვების და ტვინის აქტივობის მონიტორინგი. სუნთქვის ტიპის და სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა.

რეკომენდებულია:

  • წონაში დაკლება, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას
  • რეგულარული ვარჯიში. უპირატესობა ენიჭება სიარულს.
  • რეკომენდებულია მუცელზე ან გვერდზე ძილი. ძილის ეს პოზა ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებას
  • თამბაქოს აკრძალვა. მისი მოხმარება კიდევ უფრო აძლიერებს ძილის აპნოეს
  • ძილის წინ ალკოჰოლის და სედაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტებისგან თავის შეკავება, რაც იწვევს სასუნთქი კუნთების რელაქსაციას

თუ დადასტურდა ზომიერი ან მძიმე ხარისხის ძილის აპნოე, რეკომენდებულია ღამით ძილის დროს პაციენტმა გამოიყენოს სპეციალური CPAP  აპარატი, რომელიც განუწყვეტლივ მაღალი წნევით მიაწვდის ჟანგბადს.

კლინიკა კურაციოში შესაძლებელია ძილის პოლისომნოგრაფიული კვლევის ჩატარება ძილის აპნოეს სადიაგნოსტიკოდ.