News
რა არის ჰორმონი?
November 07, 2019
ჰორმონი არის ქიმიური მოლეკულა, რომელიც წარმოიქმნება ენდოკრინული ჯირკვლების საშუალებით. ჰორმონი გამოიყოფა სისხლში, რომლის საშუალებით ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში.
ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ნორმალური ფიზიკური განვითარებისა და ემოციური განწყობის შესანარჩუნებლად, რადგან ის დიდ გავლენას ახდენს:
- ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე
- ორგამიზმში მეტაბოლიზმის პროცესზე
- რეპროდუქტოლოგიურ ფუნქციებზე
- პასუხისმგებლები არიან სტრესზე, ორგანიზმის დაზიანებაზე და გარემო ფაქტორებზე
ჰორმონების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც სიცოცხლის საწყისია.
ძირითადი ენდოკრინული ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ჰორმონებს:
- ჰიპოთალამუსი (Hypothalamus )-ანტიდიურეზული ჰორმონი, ოქსიტოცინი
- ჰიპოფიზი (Pituitary gland)- მალუთეიზირებელი, ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი, პროლაქტინი, ზრდის ჰორმონი, თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი
- ჭალღუზისებური ჯიკვალი (Pineal gland ) - მელატონინი
- ფარისებრი ჯირკვალი (Thyroid gland ) - თიროქსინი, კალციტონინი, ტრი-იოდთირონინი
- პარათირეოიდული ჯირკვალი ( Parathyroid gland) - პარათირეოიდული ჰორმონი
- თირკმელზედა ჯირკვალი (Adrenal glands )- ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, ალდოსტერონი
- პანკრეასი (Pancreas ) - ინსულინი, გლუკაგონი, სომატოსტატინი
- საკვერცხეები (Ovaries) - ესტროგენი, პროგესტერონი
- სათესლეები ( Testes) - ტესტოსტერონი