News
რა არის ჰორმონი? November 10, 2019

ჰორმონი ქიმიური მოლეკულაა, რომელიც წარმოიქმნება ენდოკრინული ჯირკვლების საშუალებით. იგი გამოიყოფა სისხლში, რომლის საშუალებით ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში. ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ნორმალური ფიზიკური განვითარებისა და ემოციური განწყობის შესანარჩუნებლად.

ჰორმონები დიდ გავლენას ახდენს:

  • ორგანიზმის ზრდაზე და განვითარებაზე
  • ორგამიზმში მეტაბოლიზმის პროცესზე
  • რეპროდუქტოლოგიურ ფუნქციებზე
  • პასუხისმგებლები არიან სტრესზე, ორგანიზმის დაზიანებაზე და გარემო ფაქტორებზე

ძირითადი ენდოკრინული ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ჰორმონებს:

  • ჭალღუზისებური ჯიკვალი (Pineal gland ) - მელატონინი
  • ჰიპოფიზი (Pituitary gland)- მალუთეიზირებელი, ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი, პროლაქტინი, ზრდის ჰორმონი, თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი
  • ჰიპოთალამუსი (Hypothalamus )-ანტიდიურეზული ჰორმონი, ოქსიტოცინი
  • ფარისებრი ჯირკვალი (Thyroid gland ) - თიროქსინი, კალციტონინი, ტრი-იოდთირონინი
  • პარათირეოიდული ჯირკვალი ( Parathyroid gland) - პარათირეოიდული ჰორმონი
  • თირკმელზედა ჯირკვალი (Adrenal glands )- ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, ალდოსტერონი
  • პანკრეასი (Pancreas ) -  ინსულინი, გლუკაგონი, სომატოსტატინი
  • საკვერცხეები (Ovaries) - ესტროგენი, პროგესტერონი
  • სათესლეები ( Testes) - ტესტოსტერონი

    თითოუული ჰორმონი პასუხსიმგებელია ჩვენი ორგანიზმის ამა თუ იმ ორგანოს სწორ ფუნქციონირებაზე. ამიტომ ენდროკრინოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი ჩვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელილა.