News
როდის უნდა მიმართო გინეკოლოგს?
October 18, 2019
გინეკოლოგთან ურთიეღტობა გოგონასთვის მომწიფების ასაკიდანა იწყება - ამ დროს აუცილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. 15-16 წლის გოგონები ერთხელ მაინც უნდა მივიდნენ ვიზიტზე გინკოლოგთან ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის იმის კულტურა, რომ პაციენტმა ჩივილის გარეშე, პროფილაქტიკის მიზნით გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან.
გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონების მშობლებს მეტი ყურადღება მართებთ. დღეს განსაკუთრებით ხშირია მოზარდებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა , რაც საგანგაშო არ არის, რადგან გოგონას ორგანიზმს პირველი 2-3 წელი სჭირდება იმისთვის, რომ რეპროდუქციული სისტემა ჩამოყალიბდეს. თუმცა პათოლოგიის გამოსარიცხად ექიმს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ასევე, ძალიან ხშირია მოზარდებში ციკლის დროს ძლიერი ტკივილი, რაც არა არის ნორმალური და ძალიან ხშირად უგულებელყოფილია დამიმართავენ თვითმკურნალობას . ეს დაუშვებელია... აუცილებელია მშობელმა მიაქციოს მოზარდს ყურადღება და დროულად შეამოწმოს გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ტკივილი უმიზეზოდ არ წარმოიშობა.
გარდა ამისა, მომწიფებისას მნიშვნელოვანია, გოგონამ იცოდეს ჰიგიენის ის საბაზისო წესები, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისათვის. ამ ინფორმაციას გინეკოლოგთან პირველი ვიზიტისას გოგონა ამომწურავად პროფესიონალისგან იღებს; ემოციური ფონი კი, რომელიც ხშირად თან ახლავს იმ ცვლილებებს, რომელიც ამ დროს გოგონას ორგანიზმში მიმდინარეობს, ექიმისთვის უფრო მარტივად გადასალახია; ამ დროს ნაკლებია ემოციური ბარიერებიც, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მოზარდს მშობელთან ან პირიქით;
რაც შეეხება ზრდასრულ ქალებს -30 წლამდე ქალბატონისთვის, რომელსაც არაფერი აწუხებს და დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საკმარისია პროფილაქტიკის მიზნით. 30 წელს ზემოთ კი, ეს უკვე წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს.
არიან ქალბატონები, რომლებიც წინასწარ გეგმავენ ორსულობას, იღებენ ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს,ამზადებენ ორგანიზმს და ასეთ ფონზე ხდება ორსულობა, ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად ხდება. როგორც წესი, საქართველოში, ჩივილის გარეშე ექიმს ნაკლებად მიმართვაენ;