News
2 მაისი - ასთმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა May 02, 2019

ყოველი წლის 2 მაისს ასთმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე არინიშნება, რომელიც ლოზუნგია "შენ შეგიძლია მართო შენი ასთმა"


რა არის ასთმა?
ასთმა ეს სასუნთქი გზების ქრონიკული და მორეციდივე დაავადება. ამ დროს ბრონქების სანათური მკვეთრადაა შევიწროებული, დიდი რაოდენობით გამოიყოფა ლორწოვანი სეკრეტი, რის გამოც ადამიანს უჭირს სუნთქვა. ასთმის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სპირომეტრიული კვლევა.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • მსტვინავი სუნთქვა
  • სუნთქვის გაძნელება
  • შეტევით ხასიათის სპაზმური ხველა
  • გულმკერდის არეში ტკივილი, შებოჭილობა

გამომწვევი მიზეზებია:

  • თამბაქოს მოხმარება
  • მემკვიდრეობა
  • სიმსუქნე
  • გამონაბოლქვი ან სხვა დაბიძნურებული ჰაერი
  • მუშაობა სხვადასხვა სახის ქიმიურ ნაერთებთან, რომელიც ასევე გამოიყენება მეურნეობაში, კოსმეტოლოგიაში.

ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • რესპირატორული ინფექციები
  • ალერგენები, როგორიცაა: ოთახის მტვერი, თამბაქო, გამონაბოლქვი, საკვები
  • ფიზიკური ვარჯიში
  • ცივი და მშრალი ჰაერის შესუნთქვა
  • ძლიერი ემოციური სტრესი
  • ზოგიერთი სახის საკვები ჩირი, ლუდი, ღვინო
  • გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება

მკურნალობისთვის ძირითადად გამოიყენება ხანმოკლე და გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორები. მნიშვნელოვანია მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება. რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას, პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვის წინ უნდა გამოიყენოს ბრონქოდილატატორი. მკურნალობის სწორად შერჩევის მიზნით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.