News
”ევრომელანომა 2013” კურაციოში (EN) May 16, 2013

კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში, უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და ჩვეულებრივ სხეულის ღია უბნებზე ვითარდება.
ევრომელანომა წარმოადგენს კანის კიბოს პრევენციის პანევროპულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია კანის კიბოს პროფილაქტიკის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ.


ყურადღება მიაქციეთ წარმონაქმნს, რომელიც:


• იცვლის ზომას, ფერს და/ან კონტურს;
• სხვებისგან განსხვავებულად ან უცნაურად გამოიყურება;
• ასიმეტრიულია;
• არაერთფეროვანია;
• პაციენტს ექავება;
• სისხლმდენია ან აქვს გამონადენი;
• სადაფისებრი პრიალა ნაპირების მქონეა;
• აქვს წყლულის შესახედაობა მაგრამ არ ხორცდება.


2012 წელს საქართველო გახდა ევრომელანომის კამპანიის წევრი ქვეყანა. კლინიკა კურაციო უერთდება ამ აქციას და კვირას, 19 მაისს, ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში, ჩატარდება მოსახლეობის სკრინინგი კანის კიბოსა და მელანომის გამოვლენის მიზნით. თუ ამჩნევთ კანზე რაიმე საეჭვო წარმონაქმნს და ფიქრობთ რომ ის პრობლემას წარმოადგენს, მობრძანდით და გაესინჯეთ ექიმს. კონსულტაცია უფასოა.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 230 54 17.