News
ომიკრონის ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციები February 10, 2022

თუ დაგიდასტურდათ Covid-19, ნუ შეშინდებით, შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

გაეცანით რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ:

  • ომიკრონი გავრცელების მაღალი სისწრაფით ხასიათდება. ის 4 ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები
  • ომიკრონით ინფიცირებისას დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და გრძელდება 8 დღე. შედარებით დაბალია გართულებების, ჰოსპიტალიზაციის რისკი, განსაკუთრებით აცრილ მოსახლეობაში
  • პაციენტების მცირე ნაწილს სჭირდება მედიკამენტური  მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევები ან  კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევების მიხედვით, ყველაზე ხშირად დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ყელის ტკივილი
  • თავის და წელის ტკივილი
  • სურდო
  • ზომიერი ცხელება
  • ხველა
  • ოფლიანობა ღამით
  •  საერთო სისუსტე

როგორ მოვიქცეთ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში?

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე
  • მიიღეთ სითხე (დღის გამავლობაში 2 ლიტრამდე) და ვიტამინებით მდიდარი საკვები  
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი,სადაც იმყოფებით
  • შეძლებისდაგვარად ბევრი იმოძრავეთ, არ იყოთ პასიურად 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში (ძილის პერიოდი არ ითვლება)

 როგორ მოვიქცეთ თუ გვაქვს შემდეგი ჩივილები?

  • ზომიერი ცხელება - თუ ტემპერატურა 38-ზე მაღალი გაქვთ, მიიღეთ პარაცეტამოლი 500 მგ., 8 საათში ერთხელ საჭიროების მიხედვით.
  • ტკივილი - არ მოითმინოთ ტკივილი, გამოიყენეთ პარაცეტამოლი. თუ პარაცეტამოლი არ გიყუჩებთ ტკივილს, მიახმარეთ იბუპროფენი 200-400მგ. ეს ეხება როგორც თავის ტკივილს ასევე, კუნთების , წელის ტკივილს. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტების მიღების დროს, აუცილებლად უნდა დაიცვათ 4-6 საათიანი ინტერვალი

 

გაფრთხილება:
მოერიდეთ თვითნებურად ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომელთა ეფექტურობა კოვიდის მკურნალობაში კვლევებით არაა დადასტურებული (მაგ: თუთია, ვიტამინები და განსაკუთრებით ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, თუ ექიმის მიერ არა არის  დანიშნული)
 

 გართულებული მიმდინარეობისას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაქვთ ერთ-ერთი მაინც, დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ.

  • მძიმე ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, ან სატურაცია <90%-ზე       
  • მოჭერა ან ზეწოლა გულმკერდში
  • სისხლიანი ხველა
  • ტუჩების ან სახის სილურჯე
  • არტერიული წნევის ციფრების შემცირება, მგ: < 90 mmHg
  • შარდის გამოყოფის შემცირება < 100 მლ/დღეში.
  • გონების კარგვა, დაცემა

 

როგორ დავუკავშირდეთ პირად ექიმს?

დღის განმავლობაში 9:00 საათიდან 19.00 საათამდე 2505111 ან 2430101;

19 საათიდან  577632310

 

Covid-19_თან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ 

(წყარო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით)

 

For foreign students studying in Georgia, please contact us via e-mail, in case you need medical assistance for Covid treatment: medeatsabutashvili@gmail.com. In the email, please provide us with your name, mobile phone, and symptoms. Our doctor will contact you at your earliest convenience.