News
რა არის ეპილეფსია და რა სიმპტომები ახასიათებს მას? _April 10, 2019 ეპილეფსია ცენრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებაა, ამ დროს თავის ტვინში ირღვევა ნორმალური აქტივობა, რის შედეგადაც ვითარდება გულყრა, უნებლიე მოძრაობები, უჩვეულო ქცევა.  გულყრის განვითარებამდე ხშირია აურა (წინათგრძნობა გულყრის განვითარების) გულყრის შედეგად ხშირია გონების კარგვა. ეპილეფსია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის და რასის პირებში. ეპილეფსიით დაავადებულთა სტატისტიკა ქალებსა და მამაკაცებში თანაბარია.

ეპილეფსიისთვის დამახასიათეებლი სიმპტომებია:
  • შფოთვა, შიში, აგზნებადობა
  • მეტყველების გაძნელება
  • ცნობიერების შეცვლა
  • გონებრივი აქტივობის 10-20 წამიანი გათიშვა (ამ პერიოდში პაციენტი
  • კონტაქტში ვერ შემოდის, არ ესმის გარეშემომყოფების, თუმცა გონება
  • დაკარგული არა აქვს )
  • უნებლიე უკონტროლო მოძრაობები ზემო და ქვემო კიდურებში, რომელიც
  • რამდენიმე წამი გრძლელდება და შესაძლოა კვლავ განმეორდეს
  • გონების კარგვა
  • აურა (წინათგრძნობა აღნიშნული სიმპტობების განვითარების )


გულყრის ორი ძირითადი ტიპი არსებობს - ფოკალური და გენერალიზებული:

-  ფოკალური გულყრის დროს დამახასიათებელია თავის ტვინის მხოლოდ ერთ ნაწილში (არეალში) დარღვეული აქტივობების არსებობა. ახასიათებს გემოს, სუნის, გარემოს აღქმის შეცვლა. ხანმოკლე კრთომა -უნებლიე
მოძრაობა რომელიმე კიდურში ან სხეულში, ასევე დაბუჟების, თავბრუსხვევის და სხვა შეგრძნებები. აღნიშნულს შეიძლება თან ახლდეს ცნობიერების შეცვლის ხანმოკლე ეპიზოდი.
-  გენერალიზებული გულყრის დროს დამახასიათებელია მთელს თავის ტვინში ტოტოალურად დარღვეული აქტივობების არსებობა. გენერალიზებული გულყრის ტიპებია: ტონური, კლონური, ატონიური, მიოკლონური და ტონურ-კლონური გულყრა. ამ დროს დამახასიათებელია კუნთების მკვეთრი დაჭიმულობა, უპირატესად ზურგის და კიდურების, კანკალი, გონების კარგვა, უნებლიე შარდვა, ენაზე კბენა.

ეპილეფსიის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

-გენეტიკური განწყობა
-თავის ტრავმა
-თავის ტვინის დაზიანება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს
-ინსულტით ან სიმსივნით
-ინფექციური დაავადებები როგორიცაა: მენინგიტი, შიდსი, ვირუსული ენცეფალიტი
-პრენატალურად ნაყოფის ტვინის დაზანება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დედის ინფიცირების შედეგად, ორსულობის დროს არასრულფასოვანი კვებით, ჰიპოქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა)

ეპილეფსიის დიაგნოსტირება მოიცავს:
დეტალური ანამნეზის შეკრებას, ნევრლოგიურ გასინჯვას,ელექტროენცეფალოგრაფიის გადაღებას, ასევე ზოგ შემთხევაში მოწოდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ რეზონანსული
კვლევის ჩატარება რათა გამოირიცხოს ტავის ტვინში არსეული ცისტა, სისხლდენა, სიმსივნე და სხვა პათოლოგიები.

ეპილეფსიის მკურნალობა:
-ეპილეფსიის სამკურანლოდ ძირითადად გამოიყენება მედიკამეტები- ანტიკონვულსანტები, ზოგჯერ მოწოდებულია კომბინირებული თერაპია, აუცილებელია დოზის სწორი შერჩევა, ასაკის, სქესის და თანმხლები
დაავადებების გათავალიწინება
-არის შემთხევები, როცა ტაბლეტოთერაპიით ვერ ხდება ეპილეფსიის კონტროლი, ამ შემთხევაში მოწოდებულია ქირურგიული ჩარევა, რაც გულიხმობს ლოკალური უბნის ამოკვეთას, რომელიც იწვევს დამატებითი
აქტივობების წარმოქმნას. როგორც ცნობილია ყველა მანიპულაცის და მათ შორის ქირურგიულ ჩარევს გააჩნია გართულებები.

-არის შემთხევები როცა მკურნალობის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში პაციენტთან აღარ ვლინდება გულყრის ეპიზოდები, ამ შემთხევაში ექიმთან შეთანხმებით იხსნება დანიშნული მედიკამენტი სქემის მიხედვით და
პაციენტი აგრძლებეს ცხოვრებას ჩვეული რითმით
- ეპილეფსიის სამართავად შემუშავებულია მცირე ზომის ელექტრო მოწყობილობა, რომლის იმპლანტირება ხდება კანქვეშ, ხოლო ორი ელექტროდის იმპლანტაცია ხორციელდება თავი ტვინის გარეთა გარსზე დარღვეული აქტივობის კერაში. ამ მიკრო ელექტრომოწყობილობის საშუალებით ხდება თავის ტვინში წარმოქმნილი იმპულსების მონიტორინგი. თავის ტვინის პათოლოგიური აქტივობის დროს მოწყობილობა ელექტროსტიმულაციის საშუალებით ბლოკავს
დარღვეული აქტივობის შედეგად განვითებულ გულყრას.