News
რა არის ჰემოგლობინი? November 07, 2019 ჰემოგლობინი რკინის შემცველი, ჟანგბადის გადამტანი ცილაა წითელი სისხლის უჯრედებში. ორგანიზმში მისი მომატება ან დაქვეითება მრავალ დაავადებას იწვევს. 

ჰემოგლობინის დაქვეითება იწვევს ანემიას - ამ დროს ქვეითდება სისხლში ერითროციტების ფუქნქცია და ხარისხი
დაქვეითებული ჰემოგლობინის სიმპტომები.
● ღია ფერის ენა და ღრძილები.

● მტვრევადი ფრჩხილები.
● საერთო სისუსტე.
მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაში კი სისხლი სქელდება, რის გამოც ნელდება მისი ნაკადის მიმოქცევა ორგანიზმში და შინაგანი ორგანოები ვეღარ საზრდოობენ. ჰემოგლობინის მომატების მიზეზი შესაძლოა შინაგანი ორგანოები ან გარემო გახდეს- მაგლითად ჟანგბადის ნაკლებობა ან  ვიტამინების B12 და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობამ ორგანიზმში.

მაღალი ჰემოგლობინის სიმპტომები.

 ● ფერმკრთალი კანი.

● ცუდი მხედველობა
● მადის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება.
● ძილიანობა და დაღლილობა.

ჰემოგლობინის ნორმა ბავშვებში გამოითვლება ასაკის მიხედვით, ზრდასრულებში კი სქესის მიხედვით:
●0-12 თვე - 115-175 გ/ლ.
● 1-6 წელი - 110-135 გ/ლ. 
● 7–12 წელი - 110-145 გ/ლ.
● 13–15 წელი – 115-150 გ/ლ.
  • ზრდასრული ქალისთვის ჰემოგლობინის ნორმა 120-140 გ/ლ -ია
  • მამაკაცებისთვის კი -130-160 გ/ლ