News
რა იწვევს ჭარბწონიანობას და სიმსუქნებს ბავშვებში და მოზრდილებში? May 22, 2019

ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ბავშვებში და მოზრდილებში საკმაოდ დიდ და ცუდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ბავშვებში ჭარბწონიანობა და სიმსუქნე განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან იზრდება:
შაქრიანი დიაბეტის
არტერიული ჰიპერტენზიის
დისლიპიდემიის
კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკი.

კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ უმრავლესობა, რომლებიც ბავშვთა ასაკში იყვნენ მსუქნები, მოზრდილობის პერიოდშიც მსუქნები არიან. ასევე ბავშვების სიმსუქნე ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ  ერთი მშობელი მაინც მსუქანია. ბავშვობის ასაკში სიმსუქნე ხშირად იწვევს დაბალ თივთშეფასებას, დეპესიის განვითარებას.  

რისკ ფაქტორები:

  • გენეტიკური რისკ ფაქტორი
  • ფიზიკური აქტივობის მკვეთრი დაქვეითება
  • არასწორი კვება
  • არასწორი ცხოვრების წესი
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ზოგიერთი დაავადება როგორიცაა პრადერ–ვილის და კუშინგის სინდრომი
  • ზოგიერთი მედიკამენტების ჯგუფები
  • ძილის რეჟიმის დარღვევა

სიმსუქნის გართულებებია:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • დისლიპიდემია
  • კარდიოვასკულური დაავადებების განვითარება
  • ასთმა
  • ძილის დარღვევები
  • ღვიძლის გაცხიმოვნება
  • ძვლის მოტეხილობები
  • ინსულტი
  • სხვადასხვა სახის სიმსივნეების განვითარება
  • ნაღვლის ბუშტის დაავადებები
  • გინეკოლოგიური პრობლემები, უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • ერექციული დისფუნქცია

 

როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში ჭარბწონიანობის და სიმსუქნის პრევენციული ღონისძიებებია:

  • საკვებ რაციონში შაქრის და ტკბილეულის შემცევლი საკვების მკვეთრად შეზღუდვა
  • საკვებ რაციონში  ხილის და ბოსტნეულის შემცველობის გაზრდა
  • ხშირად და მცირე ულუფებით კვება
  • სწრაფი კვების ობიექტებში კვების მკვეთრად შეზღუდვა
  • ტელევიზორის ან  სხვა ეკრანირებული გასართოებების ყურების მკვეთრად შეზრუდვა. არ მისცეთ ბავშვს ტელევიზორის  ყურების უფლება 2 საათზე მეტი დროით დღის განმავლობაში
  • დარწმუნდით რომ გძინავთ საკმარისი დროით
  • ივარჯიშეთ ყოველდღიურად 15-30 წთ განმავლობაში
  • მუდმივად აკონტროლეთ თქვენი წონა

როგორ შეაფასოთ თქვენი წონა

ადამიანის ნორმალური წონა გამოითველბა სხეულის მასის ინდექსით (სმი) , რაც გულისმობს მოცემული ადამიანის წონის გაყოფას სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ2)

სმი 18,5-ზე ქვევით

წონის დაქვეითება

სმი 18,5-24,5

ნორმალური წონა

სმი 25,0-29,9

ჭარბი წონა

სმი 30,0-34,9

I ხარისხის სიმსუქნე

სმი 35,0-39,9

II ხარისხის სიმსუქნე

სმი 40,0 და ზევით

უნივერსალური სიმსუქნე III ხარისხის

 

რა არის წინამდებარე ჯირკვლის ადენომა და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია?

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა საკმაოდ ხშირია მამაკაცებში და მისი განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. წინამდებარე ჯირკვლის ადენომა შესაძლოა განვითარდეს 40 წლის ზევით ან უფრო ახალგაზრდა მამაკაცებში, ხშირია 50-60 წლის ასაკში. შემთხვევების 50%-ზე მეტი  გვხვდება 80 წლის მამაკაცებში.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გახშირებული შარდვა
  • ხშირი შარდვა ღამით
  • შარდვის გაძნელება
  • მცირე ულუფებით შარდვა, ნაკადის შემცირება
  • შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის პრობლემა
  • საშარდე გზების ინფექცია
  • სისხლიანი შარდვა

 რისკ ფაქტოებია:

  • ასაკი, ხშირია 50 წლის ზემოთ
  • ოჯახური ანამნეზი
  • კვლევის შედეგებით დამტკივებულია, რომ ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტები ზრდიან წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარების რისკს
  • ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ასევე ზრდის წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარების რისკს

კვლევის შედეგებით დამტკიცებულია, რომ წინამდებარე ჯირკვლის ადენომის პრევენცია შესაძლებელია თუ:

  • საკვებ რაცინში მკვეთრად შეზღუდავთ ცხოველურ ცხიმს
  • მიიღებთ დიდი რაოდენობით ბოსტნეულს
  • ივარჯიშებთ რეგულარულად
  • საკვებ რაცონში გაზრდით C ვიტამინის შემცვე პროდუქტებს: ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტი, ბარდა, პომიდორი
  • საკვებ რაცონში გაზრდით ცინკის შემცველ პროდუქტებს: კიბორჩხალა, ლობიო, მოლუსკები, საქონლის ხორცი (მჭლე)

 

        დიაგნოსტიკა:

  • წინამდებარე ჯირკვლის რექტალური გასინჯვა
  • პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში
  •  თირკმლის ფუნქციების შეფასება (თირკმლის პათოლოგიების გამოსარიცხად)
  • საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია
  • წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია
  • ცისტოსკოპია

 

თუ გაწუხებთ აღნიშნული ჩივილები ან იმყოფებით რისკ  ჯგუფში, გირჩევთ დროულად მიმართოთ უროლოგს შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით.