News
საქველმოქმედო აქცია რაჭაში (EN) May 21, 2013

2013 წლის 8-9 მაისს, კლინიკა კურაციოს ექიმების მიერ, ამბროლაურის მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რაც გულისხმობდა ამბროლაურის რაიონის სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებას. პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა 200-მდე ბავშვს. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ კურაციოს პედიატრები და ექიმი-სპეციალისტები, კერძოდ: ბავშვთა ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი. ბავშვებს ასევე ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები.
აქციის მიზანი იყო აღნიშნული კონტიგენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ისეთი პაციენტების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებენ მეთვალყურეობას, შემდგომ გამოკვლევებსა და მკურნალობას.

მადლობას ვუხდით ექიმებს და ბოლსის საშობაო ნაძვის ხის ფონდს, აქციის ორგანიზებისა და წარმატებით ჩატარებისათვის.