რას ნიშნავს ბრტყელტერფიანობა?
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია ტერფის დეფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს ბრტყელი, თაღოვანი, ბრტყელი ვალგუსური, ვარუსული და სხვა სახით.
ტერფის დეფორმაციის განსაკუთრებით გავრცელებული სახეა ბრტყელტერფიანობა, რომლის დროსაც აღინიშნება ტერფისთაღის დაწევა- გაბრტყელება - ტერფი ფორმას იცვლის, ზამბარასავით ვეღარ იდრიკება და ამორტიზაციის უნარს კარგავს.
იცვლება ტერფის ბიომექანიკური პარამეტრები, სხეული მასის არათანაბარი გადანაწილების გამო ტერფი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს , რაც შემდგომში გამოიხატება ხერხემლის დეფორმაციით, იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, სახსრების დეფორმაციას, სწრაფდაღლას,ლიმფო-ვენურ უკმარისობას და სხვა პათოლოგიებს.
ბრტყელტერფიანობის პირველი ნიშნებია: ადვილად დაღლა, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი სიარულისა და დიდხანს დგომისას, კოჭ-წვივის მიდამოს შესივება. ტერფი წაგრძელებულია, მისი წინა ნაწილი შიგნით არის შებრუნებული, ქუსლი კი გარეთ არის მიქცეული.
ტერფზე გამოყოფენ ორგანივ და ერთგასწვრივ თაღს. იმის მიხედვით, რომელი მათგანია გასადავებული, განასხვავებენ ორი სახის ბრტყელტერფიანობას:
გასწვრივს - როდესაც გასადავებულია გასწვრივი თაღი,
და განივს - როდესაც განივი თაღია გასადავებული და წინა ტერფი გაბრტყელებულია.
გასწვრივი და განივი თაღების ერთდროული გასადავების შემთხვევაში, საქმე გვაქვს კომბინირებულ ბრტყელტერფიანობასთან. გასწვრივი ბრტყელტერფიანობის პროგრესირებისას გასწვრივი თაღის დაშვების გამო ტერფი გრძელდება, განივი ბრტყელტერფიანობის პროგრესირებისას კი მოკლდება, ხოლო წინა ტერფი მარაოსავით იშლება.
ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზების შეიძლება იყოს:
- მემკვიდრეობა
- ასაკი
- ტრამვა
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- სპეციფიური საქმიანობა
- ორსულობა
- ჭარბიწონა და სხვა.
- ტერფისმხრივ- სხვადასხვა ფასციიტები, მეტატაზალგია, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლისდეზი, აქილევსის მყესის დაზიანება , მორტონის ნევრინომა და სხვა.
- ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ - ქკოლიოზი, კოქსართროზი, დისკის თიაქარი, ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი.
- ქვემო კიდურის ვენური სისტემის დაავადებები - ვარიკოზული დაავადება, ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი.
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა საკორექციო ღაბაშის მეშვეობით და თაღის ჩამოყალიბების პერსპექტივით განსაკუთრბით ეფექტურია ბავშვებში 4-8 წლამდე, როდესაც ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.
ზრდასრულ ასაკშიკი საკორექციო ღაბაშის საშუალებით ხდება პალიატიური მკურნალობა, ბრტყელტერფიანობით გამოწვეული ჩივილების (ტერფის, წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის, წელის, ზურგის, კისრის მიდამოში) თავიდან აცილებადა დისკომფორტის მოხსნა.
კურაციოში ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა და კორექცია ამერიკული წარმოების ISTEPQ3000 - ის ფირმის სადიაგნოსტიკო აპარატით ხორციელდება, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის სიმძიმის ღერძის შესახებ სტატიკურ და დინამიკურ მდგომარეობაში (ადგილზე სიარული), ასევე შესაძლებელია გადავლაც.
ღაბაშის გამოიყენება აუცილებელი და რეკომენდებულია არა მხოლოდ ბრტყელი ტერფის, მაღალი თაღის, ვალგუსური დეფორმაციის დროს, არამედ ართრიტების, სისხლძარღვოვანი და რევმატიული დაავადებების დროს, მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირების, მენისკოექტომიის, ქვედა კიდურების ტრავმების შემდგომ.
ღაბაში ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა ორსულობის პერიოდში, ჭარბი წონისა და სპორტული დატვირთვევის დროს. იგი ამცირებს შეშუპებას, ხსნის დაღლილობას, ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას ტერფის და წვივის არეში.