News

თიკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელს ორგანიზმში სისხლის მეშვეობით.
ადრენალინი იწვევს:
- გუგების გაფართოებას
- სისხლძარღვებისშევიწროებას
- გულის ცემის აჩქარებას
- ოფლიანობას
- ბრონქების გაფართოებას
- თირკმელის მიერ რენინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას
- სისხლში გლუკოზის დონის გაზრდას
ნებისმიერი სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოთავისუფლდება ადრენალინი, რის გამოც თავს გრძნობს უფრო აღგზნებულად/ამაღლებულად, აქვს ენერგიის მოზღვავება.
ხშირად ვითარდება დამოკიდებულება ადრენალინის გამოყოფით მიღებულ სიამოვნებაზე. ეს არის ორგანიზმის მოთხოვნილება გაერთოს – დაძლიოს თავის თავი და გადალახოს შიში.
ადრენალინი გამოიყენება:
- გულის უეცარი გაჩერების დროს
- ანაფილაქსიური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს
- ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად