სიახლეები
რა არის ადრენალინი და რა ფუნქციას ასრულებს ის ადამიანის ორგანიზმში? ნოემბერი 16, 2019
  •  

თიკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელს ორგანიზმში სისხლის მეშვეობით.

ადრენალინი იწვევს:

  • გუგების გაფართოებას
  • სისხლძარღვებისშევიწროებას
  • გულის ცემის აჩქარებას
  • ოფლიანობას
  • ბრონქების გაფართოებას
  • თირკმელის მიერ რენინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც იწვევს  არტერიული წნევის მომატებას
  • სისხლში გლუკოზის დონის გაზრდას

ნებისმიერი სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოთავისუფლდება ადრენალინი, რის გამოც თავს გრძნობს უფრო აღგზნებულად/ამაღლებულად, აქვს ენერგიის მოზღვავება.

ხშირად ვითარდება დამოკიდებულება ადრენალინის გამოყოფით მიღებულ სიამოვნებაზე. ეს არის ორგანიზმის მოთხოვნილება გაერთოს – დაძლიოს თავის თავი და გადალახოს შიში.

ადრენალინი გამოიყენება:

  • გულის უეცარი გაჩერების დროს
  • ანაფილაქსიური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს
  • ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად