მომსახურება
პირადი ექიმი/საოჯახო მედიცინა



პირადი ექიმების სამსახური კლინიკა კურაციოში ახორციელებს უწყვეტ და ყოვლისმომცველ სამედიცინო მეთვალყურეობას 18 წელზე უფროსი პაციენტების ჯანმრთელობაზე, მათ სრულფასოვან გამოკვლევას არსებული პრობლემის მიხედვით, ხელს უწყობენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას პაციენტის განათლებისა და ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებით. პირადი ექიმი ახორციელებს სამედიცინო მომსახურების კოორდინირებას სხვა ვიწრო სპეციალისტებთან და ჰოსპიტალურ სექტორთან თანამშრომლობის გზით და არის პაციენტის ადვოკატი სამედიცინო სამყაროში.

პირადი ექიმების სამსახური ახორციელებს:

  • სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების შეფასებას და მართვას;
  • პაციენტის განათლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დაავადებათა რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების შესახებ;
  • ქრონიკული, კომპლექსური დაავადებების მართვას, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი მეთვალყურეობა და მედიკამენტური თერაპია, მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების;
  • რიგი მწვავედ მიმდინარე დაავადებების მართვას;
  • ბინაზე ვიზიტებს სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში;
  • პროფესიულ შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობისა და დამქირავებელის მოთხოვნების მიხედვით;