News

ცნობილია, რომ ავოკადო სავსეა ვიტამინებითა და ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. იგი შეიცავს 20-მდე სახეობის ვიტამინს, მინერალებს და ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ავოკადოს ხანგრძლივი მიღება მკვეთრად ამცირებს სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. აწესრიგების კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღი კანის და თმის სტრუქტურის განვითარებას, ხელს უწყობს წონაში კლებას.
1/5 ავოკადო დაახლოებით 40 გრამია, რომელის ენერგეტიკული ღირებულება 64კკალ.
რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო?
- წარმოადგენს ვიტამინ C,E,K და B6-ის მნიშვნელოვან წყაროს.
- შეიცავს ფოლიუმის მაჟავას, მაგნიუმს, კალიუმს, B კაროტინს და ომეგა სამს
- ყოველდღიურად ავოკადოს მიღება მკვეთრად არეგულირებს ქოლესტეროლის დონეს სისხლში
- შეიცავს ლუთეინს და ზააქსანტინს, რომლებიც ხელს უწყობენ მხედველობის გაუმჯობესებას, გააჩნიათ ანტიოქსიდანტური ეფექტი
- შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, მისი ყოველდღიური მიღება მკვეთრად ამცირებს ოსტეოპროროზის განვითარების რისკს
- მკვეთრად ამცირებს ნაწლავის, კუჭის, პანკრეასის და საშვილონოს ყელის სიმსივნის განვითარებას
- ავოკადო შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნერვული ღეროს პათოლოგიების განვითარების პრევენციისთვის
- ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. აწესრიგებს ძილს, გუნებ- განწყობას და მადას.
- იგი მდიდარია ბოჭკოვანით, რაც ხელს უწყობს საკვების მონელების რეგულირებას, რის ფონზეც მკვეთრად მცირდება შეკრულობა - ბოჭკოვანის ყოველდღიური მიღება მკევთრად ამცირებს კარდიო-ვასკულური დაავადებების, ინსულტის, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკებს
ამიტომ, დაამატეთ ავოკადო თვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში და გაამდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებით!