სიახლეები
რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ავოკადოს? ივლისი 17, 2019

ცნობილია, რომ ავოკადო სავსეა ვიტამინებითა და ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. იგი შეიცავს 20-მდე სახეობის ვიტამინს, მინერალებს  და ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ავოკადოს ხანგრძლივი მიღება მკვეთრად ამცირებს სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და  კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. აწესრიგების  კუჭ-ნაწლავის  სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღი კანის და თმის სტრუქტურის განვითარებას, ხელს უწყობს წონაში კლებას.
1/5 ავოკადო დაახლოებით 40 გრამია, რომელის ენერგეტიკული ღირებულება 64კკალ.

რატომ უნდა მივირთვათ ავოკადო?

  • წარმოადგენს ვიტამინ C,E,K და B6-ის მნიშვნელოვან წყაროს.
  • შეიცავს ფოლიუმის მაჟავას, მაგნიუმს, კალიუმს, B კაროტინს და ომეგა სამს
  • ყოველდღიურად ავოკადოს მიღება მკვეთრად არეგულირებს ქოლესტეროლის დონეს სისხლში
  • შეიცავს ლუთეინს და ზააქსანტინს, რომლებიც ხელს უწყობენ მხედველობის გაუმჯობესებას, გააჩნიათ ანტიოქსიდანტური ეფექტი
  • შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, მისი ყოველდღიური მიღება მკვეთრად ამცირებს ოსტეოპროროზის განვითარების რისკს
  • მკვეთრად ამცირებს ნაწლავის, კუჭის, პანკრეასის და საშვილონოს ყელის სიმსივნის განვითარებას
  • ავოკადო შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნერვული ღეროს პათოლოგიების განვითარების პრევენციისთვის
  • ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. აწესრიგებს ძილს, გუნებ- განწყობას და მადას.
  • იგი მდიდარია ბოჭკოვანით, რაც ხელს უწყობს საკვების მონელების რეგულირებას, რის ფონზეც მკვეთრად მცირდება შეკრულობა - ბოჭკოვანის ყოველდღიური მიღება მკევთრად ამცირებს კარდიო-ვასკულური დაავადებების, ინსულტის, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის და  სიმსუქნის განვითარების რისკებს

ამიტომ, დაამატეთ ავოკადო თვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში და გაამდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებით!