News
რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინის ნაკლებობის შესახებ? May 06, 2019

D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ძვლის ნორმალური სიმკვრივის შესანარჩუნებლად, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის განვითარებაში. D ვიტამინის სინთეზი  ორგანიზმში ძირითადადხორცილედება მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი მოქმედებით კანზე.

D ვიტამინით მდიდარია თევზეული: სკუმბრია, ორაგული, სარდინია, რძე და მარცვლეული.

D ვიტამინის დონე ორგანიზმში იცვლება სეზონის ცვალებადობასთან ერთად.

D ვიტამინის სინთეზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:

  • წელიწადის დროზე
  • დღის პერიოდზე-(მზის ულტრაიიფერის სხივების აქტივობა )
  •  ცხოვრების სტილზე
  • ადამიანის საცხოვრებელ ადგილზე.

 რა იწვევს D ვიტამინის ნაკლებობას:
D ვიტამინის სინთეზი მკვეთრად მცირდება და შესაძლოა საერთოდ გაქრეს ზამთრის პერიოდში. მის დაქვეითებას ასევე დიდი რაოდენობით მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც იწვევს. 
გარდა ამისა:

  • მუქი ფერის კანი
  • ჭარბწონიანობა, სიმსუქნე
  • თევზეულის რაოდენობის მკვეთრი შემცირება საკვებ რაციონში
  • ისეთ ქვეყნებში ცხოვრება სადაც ზაფხულის პერიოდი  მოკლეა და მზის გამოსხივება მკვეთრად დაბალია
  • მდგომარეობა, როდესაც პირები  სახლიდან  არ ან ვერ გადიან
  • ყოველდღიურად მზისგან დამცავი კრემების გამოყენება

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ადვილად გაღიზიანებადობა, დაღლილობა
  • იმუნური სისტემის დაქვეითება, ხშირი ავადობა
  • ქვემო კიდურების და წელის ტკივილი
  • დეპრესია- ძირითადად ვითარდება ზამთრის პერიოდში
  • ძვლის მინერალიზაციის დაქვეითება, განსაკუთების პოსტმენოპაუზურ ქალებში, რაც მკვეთრად ზრდის ძვლის სპონტანური მოტეხილობის რისკს
  • თმის ცვენა
  • კუნთების ტკივილი

მისი დღიური ნორმაა 400–800 IU. მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში შესაძლებელია ანალიზით, რომლის ჩატარებაც კლინიკა კურაციოშია შესაძლებელი.