D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ძვლის ნორმალური სიმკვრივის შესანარჩუნებლად, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის განვითარებაში. D ვიტამინის სინთეზი ორგანიზმში ძირითადადხორცილედება მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი მოქმედებით კანზე.
D ვიტამინით მდიდარია თევზეული: სკუმბრია, ორაგული, სარდინია, რძე და მარცვლეული.
D ვიტამინის დონე ორგანიზმში იცვლება სეზონის ცვალებადობასთან ერთად.
D ვიტამინის სინთეზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:
- წელიწადის დროზე
- დღის პერიოდზე-(მზის ულტრაიიფერის სხივების აქტივობა )
- ცხოვრების სტილზე
- ადამიანის საცხოვრებელ ადგილზე.
რა იწვევს D ვიტამინის ნაკლებობას:
D ვიტამინის სინთეზი მკვეთრად მცირდება და შესაძლოა საერთოდ გაქრეს ზამთრის პერიოდში. მის დაქვეითებას ასევე დიდი რაოდენობით მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც იწვევს.
გარდა ამისა:
- მუქი ფერის კანი
- ჭარბწონიანობა, სიმსუქნე
- თევზეულის რაოდენობის მკვეთრი შემცირება საკვებ რაციონში
- ისეთ ქვეყნებში ცხოვრება სადაც ზაფხულის პერიოდი მოკლეა და მზის გამოსხივება მკვეთრად დაბალია
- მდგომარეობა, როდესაც პირები სახლიდან არ ან ვერ გადიან
- ყოველდღიურად მზისგან დამცავი კრემების გამოყენება
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ადვილად გაღიზიანებადობა, დაღლილობა
- იმუნური სისტემის დაქვეითება, ხშირი ავადობა
- ქვემო კიდურების და წელის ტკივილი
- დეპრესია- ძირითადად ვითარდება ზამთრის პერიოდში
- ძვლის მინერალიზაციის დაქვეითება, განსაკუთების პოსტმენოპაუზურ ქალებში, რაც მკვეთრად ზრდის ძვლის სპონტანური მოტეხილობის რისკს
- თმის ცვენა
- კუნთების ტკივილი
მისი დღიური ნორმაა 400–800 IU. მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში შესაძლებელია ანალიზით, რომლის ჩატარებაც კლინიკა კურაციოშია შესაძლებელი.