სიახლეები
რა უნდა ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ?
მარტი 20, 2019
ჩვენ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებებია გავრცელებული:
დამიანების ნაწილი ზედმეტ ყურადღებას იჩენს მათ მიმართ, გამოხატავს შეცოდებას, რითაც ისევ ხაზს უსვამს მათ განსხვავებულობას და შესაძლოა, სრულიად გაუცნობიერებლად, ე.წ. პოზიტიურ დისკრიმინაციას ახორცილებენ მათ მიმართ. საზოგადოების ნაწილი კი ჯერ კიდევ არაა სწორად ინფორმირებული სინდრომის შესახებ და ამ ადამიანებისაგან ადამიანებისგან განრიდებულ პოზიციას ინარჩუნებს.
ამ სირთულეების გადაჭრა შესაძლებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, იმის გააზრებით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრები არიან და თავიანთი პოტენციალის განვითარებისათვის მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ.
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
რას ნიშნავს დაუნის სინდრომი?
დაუნის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია უჯრედის არასწორი გაყოფით და ადამიანი იბადება ერთი ზედმეტი ქრომოსომით.
დაუნის სინდრომით დაავადებულებს აქვთ 47 ქრომოსომა, რაც განპირობებულია 21-ე ქრომოსომაზე დამატებით ერთი ქრომოსომის არსებობით, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
სწორეს ამიტომ არის 21 რიცხვი არჩეული დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღედ
- სინდრომისთვის დამახასიათებელია:
ბრტყელი სახე - ვიწრო თვალები
- მოკლე კისერი
- პატარა ზომის, შედარებით დაბლა განლაგებული ყურები
- თვალების შიდა კიდეზე კანის პატარა ნაოჭები
- პატარა ზომის თითები
- დიდი ზომის ენა
- სიმაღლეში იზრდებიან შედარებით დაბლები
- ასევე, დამახასიათებელია სხვადასხვა სახის განვითარების პრობლემები