კლინიკა კურაციოში სრულყოფილი კარდიოდიაგნოსტიკის კომპლექტაცია დასრულებულია. ამბულატორიულ დონეზე გულისა და მისი მკვებავი სისხლძარღვების დიაგნოსტიკა მოიცავს კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიას ერთჯერადად, მოსვენებულ მდგომარეობაში, ელექტროკარდიოგრაფიას უწყვეტად 24 საათის განმავლობაში (ჰოლტერის მონიტორირება), ელექტროკარდიოგრაფიას ფიზიკური დატვირთვის დროს (ტრედმილიმეტრია) და ექოსკოპიურ კვლევას.
ჰოლტერის მონიტორირება დიაგნოსტიკური ღონისძიებაა და გულისხმობს ელექტროკარდიოგრამის ჩაწერას 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმად.
ტრედმილიმეტრია დიაგნოსტიკური ღონისძიებაა და გულისხმობს ელექტროკარდიოგრამის ჩაწერას მოძრავ სარბენ ბილიკზე (ტრედმილზე) ჩქარი სიარულს დროს.
ორივე სახის მონიტორინგის შედეგები ეხმარება ექიმს უფრო სრულყოფილად წარმართოს:
- გულის კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების დაავადებების დროული დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა;
- ისეთი ნიშნებისა თუ ჩივილების გულისმიერი მიზეზის დადგენა, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, გულის წასვლა
- უკვე დიაგნოსტირებული დაავადების სამკურნალო რეჟიმის ეფექტურობისა თუ დადებითი დინამიკის შეფასება და სხვა
მონიტორირების ჩასატარებლად გულმკერდის მიდამოში მაგრდება მრგვალი ფორმის მწებავი ფირფიტები (ელექტროდები), რომლებიც აპარატს უერთდება სპეციალური სადენებით.
გამოკვლევის პროცესი აუცილებლად მოითხოვს პაციენტის ერთგავარ ჩართულობას - ჰოლტერის მონიტორირების პროცესში სპეციალური დღიურის წარმოებასა და უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვას, ხოლო ტრედმილიმეტრიისას ექიმის მიერ პაციენტის ჩივილების შესახებ დასმულ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემას.
დიაგნოსტიკის დაწყებამდე ექიმი მოგაწვდით პროცედურასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას როგორც ზეპირსიტყვიერად ისე წერილობით.
მომსახურების მიღებისათვის წინასწარ ჩაეწერეთ და ჩაიტარეთ ჰოლტერის მონიტორირება პროფესიონალი კარდიოლოგის დახმარებით. ვიზიტის დასაგეგმად დააჭირეთ აქ.