მომსახურება
დერმატოლოგია



დერმატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია კანის, თმის, ფრჩხილების, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე. კოსმეტოლოგიაც დერმატოლოგიის ერთ-ერთ ნაწილია.

კლინიკა კურაციოში წარმოებული დერმატოლოგიური სერვისებია: დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ, ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.

კანის კრიოთერაპია

კრიოთერაპია პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ზოგიერთი დაავადების მკურნალობა ხდება კანის განსაზღვრულ უბანზე ლოკალურად დაბალი ტემპერატურის გამოყენებით (მოყინვით). პროცედურის საჭიროებას განსაზღვრავს და ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. გამოიყენება კოჟრების, მეჭეჭების, პაპილომების მოსაცილებლად.

ელექტროკოაგულაცია

ელქტროკოაგულაცია პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ზოგიერთი დაავადების მკურნალობა ხდება ლოკალურად მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.
პროცედურის საჭიროებას განსაზღვრავს და ატარებს ექიმი-დერმატოლოგი გამოიყენება კოჟრების, მეჭეჭების, პაპილომების მოსაცილებლად. 

აკნეს მკურნალობა

აკნეს (თმის ფოლიკულების დახშობა და ანთებითი პროცესის განვითარება) სამკურნალო ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
1. სახის კანის ჩამობანა (კანის ტიპის შესაბამისი გელით) 
2. სახის კანის გაწმენდა შესაბამისი ტონიკით
3. ქიმიური პილინგი (საჭიროებისამებრ) 
4. ”ტალახის ნიღაბი” 
5. სებომარეგულირებელი შრატის შეყვანა 
6. ნიღაბი 
7. დამატენიენებელი შრატი

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: სკრაბერი, შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების შეყვანა ფონოფორეზით და სახის მასაჟი დარსონვალით. 

სახის კანის წმენდა ცხიმიანი კანისთვის (გლიკოლის პილინგი)

ცხიმიანი კანის გაწმენდის (გლიკოლის პილინგი) ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ 
ეტაპებს: 
1. დემაკიაჟი-ჩამობანა გელით 
2. ტონიკით დამუშვება
3. გლიკოლის მჟავით სახის კანის დამუშვება
4. ტონიკით დამუშავება
5. ნიღაბი (კანის ტიპის მიხედვით)
6. დღის კრემი

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: სკრაბერი. 

ანთების შემდგომი მკურნალობა ჟანგბადით (ოქსიგენაცია)

ოქსიგენიზაცია, ანუ აკნეს მკურნალობა ჟანგბადით რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
1. სახის კანის ჩამობანა (კანის ტიპის შესაბამისი გელით) 
2. სახის კანის დატენიანება 
3. ძლიერი სკრაბ პილინგი 
4. კრემი აქტიური ჟანგბადით 
5. ნიღაბი (ენერგეტიკული) 
6. კრემი კანის ტიპის შესაბამისად 
7. არომათერაპია 
8. დამატენიანებელი კრემი ფოტოდაცვით 

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: დერმაბრაზია, ბრაშინგი, ულტრაბგერა, სკრაბერი, შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების შეყვანა ფონოფორეზით და სახის მასაჟი დარსონვალით.

სახის კანის წმენდა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის (ენზიმური პილინგი)

მშრალი და მგრძნობიარე სახის კანის გაწმენდის (ენზიმური პილინგი) ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
1. დემაკიაჟი-ჩამობანა გელით 
2. ტონიკით დამუშვება
3. სკრაბ-პილინგი
4. ენზიმური პილინგი
5. ტონიკით დამუშავება
6. ნიღაბი (კანის ტიპის მიხედვით)
7. დღის კრემი

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: ბრაშინგი, შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების შეყვანა ფონოფორეზით და სახის მასაჟი დარსონვალით, ცხელი და ცივი ჩაქუჩით. 

მშრალი კანის მოვლა

მშრალი კანის მოვლის ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
1. სახის კანის ჩამობანა (კანის ტიპის შესაბამისი გელით)
2. სახის კანის დატენიანება 
3. ძლიერი სკრაბ-პილინგი 
4. მკვებავი კრემი
5. დამატენიანებელი კრემი ფოტოდაცვით 
6. დამატენიანებელი ნიღაბი (ჰიალურონის მჟავის შემცველი) 
7. არომათერაპია

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: დერმაბრაზია, ბრაშინგი, ულტრაბგერა, სკრაბერი, შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების შეყვანა გალვანიკით და სახის მასაჟი დარსონვალით. 

გამახალგაზრდავებელ-გამაღიავებელი პროცედურა

გამახალგაზრდავებელ-გამაღიავებელი ტიპის ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
1. სახის კანის ჩამობანა ( კანის ტიპის შესაბამისი გელით) 
2. მსუბუქი ქიმიური პილინგი 
3. კანის pH -ის აღდგენა ტონიკით
4. დეპიგმენტაციური შრატის შეყვანა 
5. რეგენერაციული შრატის შეყვანა 
6. სახის კანის მასაჟი რეგენერაციული კრემით
7. გამაღიავებელი ნიღაბი 
8. დამცავი დღის კრემი

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: დერმაბრაზია, ბრაშინგი, ულტრაბგერა, სკრაბერი, შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების შეყვანა გალვანიკით და სახის მასაჟი დარსონვალით. 

ნაოჭსაწინააღმდეგო აღდგენითი პროცედურა 

ნაოჭსაწინააღმდეგო აღდგენითი ტიპის ერთი პროცედურა მოიცავს შემდეგ 
ეტაპებს: 
1. სახის კანის ჩამობანა (კანის ტიპის შესაბამისი გელით)
2. სახის კანის დატენიანება 
3. ძლიერი სკრაბ პილინგი 
4. კრემი მშრალი და კომბინირებული კანისთვის 
5. ნაოჭსაწინააღმდეგო კრემი 
6. ნიღაბი (ვიტამინ C) 
7. არომათერაპია

პროცედურას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. პროცედურის დროს საჭიროებისდა მიხედვით გამოიყენება აპარატურული წმენდა: დერმაბრაზია, ბრაშინგი, ულტრაბგერა, სკრაბერი, შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატების შეყვანა გალვანიკით და სახის მასაჟი დარსონვალით.

თმის ცვენის მკურნალობის პროცედურა

თმის ცვენის მკურანალობა წარმოებს დარსონვალის მეთოდის გამოყენებით. თავის თმიანი ნაწილის დარსონვალიზაცია ააქტიურებს თმის ფოლიკულში ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს მის ჟანგბადით მომარაგებას, რის შედეგად ძლიერდება თმის ფოლიკულში ჩანასახოვანი უჯრედების პროლიფერაცია. ეს ხელს უწყობს თმის ზრდის დაჩქარებას, აქტიურდება „მთვლემარე“ თმის ფოლიკულები. დარსონვალიზაცია ასევე აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
პროცედურის დროს გამოიყენება სავარცხლის საცმი, რომლის გადასმა ხდება თავის თმიან ნაწილზე შუბლიდან კეფისაკენ და პირიქით (მოკლე თმის შემთხვევაში). პროცედურის ხანგრძლივობა 8–12 წუთია, ერთ კურსზე ინიშნება 10–20 პროცედურა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

კრიომასაჟი

კრიომასაჟი პროცედურაა, როდესაც სახის კანის მასაჟი ხდება ლოკალურად დაბალი ტემპერატურის გამოყენებით, რაც იწვევს ზედაპირული სისხლძარღვების შევიწროვებას (კანზე სიწითლის გაქრობას) და სახის კანის სისხლის მიმოქცევის გაუჯობესებას.