მომსახურება
რენტგენოგრაფია



რენტგენოლოგია კვლევის ინფორმატიული და მრავალნაცადი სამედიცინო ტექნიკაა, რომელიც რენტგენის სხივების გამოყენების საშუალებით შეისწავლის ადამიანის სხვადასხვა ორგანოებს და გამოიყენება მრავალი დაავადების სადიაგნოსტიკოდ.

ანსხვავებენ რენტგენოლოგიური კვლევის რამდენიმე სახეს, როგორებიცაა: გულმკერდის, მუცლის ღრუს, ხერხემლის, კიდურების, საყლაპავის და კუჭის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების რენტგენოლოგიური კვლევა და სხვ. კვლევა ინიშნება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში. კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. ორსულობა წარმოადგენს რენტგენოლოგიური კვლევის უკუჩვენებას.