კლინიკა კურაციოში ფუნქციონირებს ახალი, ბოლო მოდელის, Voluson 730, პროფესიონალური ულტრაბგერითი აპარატი. აღნიშნული აპარატი 3D/4D განზომილებიანია, რაც ენერგეტიკულ და სპექტრულ რეჟიმებში ორგანიზმის დეტალური დათვალიერების და უმაღლესი ხარისხის კვლევების ჩატარების საშუალებას გვაძლევს.
ახალი ულტრაბგერითი აპარატი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ელენთის) დაავადებები; საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი) დაავადებები; ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავდებები (საშვილოსნო, საკვერცხეები, სარძევე ჯირკვალი) და ასევე ორსულობის დადგენის და ნაყოფის განვითარების შესაფასებლად სხვადასხვა ეტაპზე: კაცის რეპროდუქციული სისტემის (წინამდებარე ჯირკვალი) დაავადებები.
ულტრასონოგრაფიის დიდი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მაღალ ინფორმატიულობასთან ერთად, მას არა აქვს რაიმე უკუჩვენება და შესაძლებელია, საჭიროებისამებრ, მისი მრავალჯერადი გამოყენება. სხვა დიაგნოსტიკურ კვლევებთან შედარებით ექოსკოპია ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის.
კლინიკა კურაციოში ვიზიტის დასაგეგმად დააჭირეთ აქ.