სიახლეები
კარდიოლოგიური გამოკვლევა მარტი 06, 2014

კლინიკა "კურაციო" გთავაზობთ სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევის პაკეტს. რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის შეფასება. სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა მოიცავს კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაციასა და მაღალი ხარისხის კვლევებსა და ლაბორატორიულ ტესტების ჩატარებას. ვიზიტები დაგეგმილი იქნება თქვენი გრაფიკის მიხედვით. პაკეტის სრული ღირებულებაა 105 ლარი.

სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა მოიცავს შემდეგ კვლევებს:

• კარდიოლოგის კონსულტაცია

• ექოკარდიოგრაფია

• ელექტროკარდიოგრამა

• დატვირთვის ტესტი / ჰოლტერის მონიტორირება

• ლიპიდური ცვლა

• გლუკოზა

 

სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტარით, თუ:

• გაქვთ გულის მხრივ ჩივილები

• ეწევით ცხოვრების არაჯანსაღ წესს (სიგარეტი, არაჯანსაღი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა)

• გაქვთ კარდიოლოგიური დაავადების შიში

• სამუშაოზე გიწევთ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა

• დიაგნოსტირებული გაქვთ გულის იშემიური დაავადება ან გულის სხვა ქრონიკული დაავადება,

• აპირებთ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დაწყებას


გამოკვლევის ჩატარების შემდეგ კარდიოლოგი შეაჯამებს თქვენი ტესტების პასუხებს, შეაფასებს თქვენს ინდიდუალურ 10 წლიან კარდიოლოგიურ რისკს, საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ დანიშნულებას.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 243 01 01 ან ჩაეწერეთ ონლაინ ფორმის დახმარებით.