სიახლეები
რჩევები მშობლებისთვის ომიკრონის მიმდინარეობის დროს თებერვალი 21, 2022

მნიშვნელოვანი და საყურადღებო ინფორმაცია მშობლებისთვის კოვიდ-19-ის გავრცელებული შტამის, ომიკრონის შესახებ

ბავშვები ყველა ასაკში შესაძლებელია დაინფიცრდნენ კორონა ვირუსით. ინფორცირებს მაჩვენებლის განსაკუთრებული ზრდა დაკავშირებულია Covid-19-ის ახალ შტამთან, ომიკრონთან. სიმპტომები, მოზრდილებთან შედარებით, თითქმის იდენტურია:

  • ცხელება

  • ყელის ტკივილი

  • თავის და კუნთების ტკივილი

  • სურდო

  • ხველა

  • ზოგადი საერთო სისუსტე

  • ბავშვებში ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება


როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვენი ბავშვი დაინფიცირდა?

  • შევუქმნათ ბავშვს მშვიდი და ჯანმრთელი გარემო

  • მივცეთ ვიტამინებით მდიდარი ჯანსაღი საკვები, თბილი  სითხეები

  • მივაწოდოთ მარტივი ინფორმაცია ვირუსის და მისი გავრცელების შესახებ, 

  • დავეხმაროთ ჰიგიენის წესების დაცვაში,  სწორად შევურჩიოთ ნიღაბი,

  • ავუხსნათ როგორ უნდა დავიცვათ გარშემომყოფები ვირუსის გადადებისგან


ნიშნები, როდესაც  უნდა მივმართოთ ექიმს?

  • სუნთქვის გაძნელება

  • ტუჩების გალურჯება

  • ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდში

  • მაღალი ცხელება (39C და მეტი) 48 სთ-ის მანძილზე, ცუდად ემორჩილება სიცხის დამწევ პრეპარატებს

  • ტკივილი მუცლის მიდამოში, გულისრევა და ღებინება

  • გამონაყარი

  • „ჩაწითლებული თვალები“

  • ძლიერი თავის ტკივილი

  • მივარდნილი  ან ზედმეტად გაღიზიანებული (აგზნებული)