სიახლეები
რეცეპტის ინსტიტუტი აგვისტო 20, 2014

 

1 სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის მედიკამენტები, რომლებიც სერიოზული პოტენციური გვერდითი (არასასურველი) ეფექტებით ხასიათდებიან, რაც მოითხოვს დოზირების უფრო მკაცრ კონტროლს, ექიმის სპეციალურ მითითებებს, ზოგჯერ კი პერიოდულ ლაბორატორიულ კონტროლს. მათი ჭარბი დოზირების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მოსალოდნელია მძიმე გვერდითი მოვლენები და გართულებები. ამიტომ, ასეთი საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებისას სავარაუდო არასასურველი ეფექტი შეიძლება სჭარბობდეს მათ სარგებლიანობას.

რეცეპტის მოქმედების ვადას, დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგენს ექიმი. ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, რეცეპტის გაცემა შესაძლებელია ერთი წლით.

რეცეპტზე გამოწერილი მედიკამენტის რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, რეცეპტის ბლანკი რჩება აფთიაქს, პაციენტი კი მკურნალობის კურსის გაგრძელების შემთხვევაში მიმართავს პირად ექიმს ან იმ ექიმსპეციალისტს, რომელიც ახორციელებს მის სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს რეცეპტს გამოწერას.

კლინიკა კურაციოს ხანგრძლივი სამუშაო საათები, მოწესრიგებული ჩაწერის და რიგის მართვის სისტემა, თავიდან აგაცილებთ რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებით გამოწვეულ დისკომფორტს. თუ თქვენ იღებთ მედიკამენტს, რომელიც 1 სექტემბრიდან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, მიმართეთ პირად ექიმს. კურაციოში ვიზიტის დასაგეგმად დააჭირეთ აქ