მომსახურება
ენდოსკოპია



ენდოსკოპია ინსტრუმენტული კვლევის ერთ-ერთი სახეა, როდესაც სპეციალური ხელსაწყოს – ენდოსკოპის (ცილინდრული ბოჭკოვანი კამერა) საშუალებით, ხდება სხეულის ორგანოებისა და ღრუების შიდა ზედაპირების დათვალიერება.

კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის ბოლქვის ენდოსკოპია

კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის ბოლქვის ენდოსკოპია არის კვლევა, რომელიც გულისხმობს ამ ორგანოების ლორწოვანი გარსის დათვალიერებას, გრძელ და დრეკად ზონდზე მიმაგრებული კამერის საშუალებით. კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს თქვენი პირადი ექიმი, ან გასტროენტეროლოგი. პროცედურას ატარებს ამ დარგში სერტიფიცირებული ექიმი - ენდოსკოპისტი და გამოიყენება საყლაპავის, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის სხვადასხვა დაავადების სადიაგნოსტიკოდ.