კარდიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია გულის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და კლინიკა კურაციოში წარმოებული კარდიოლოგიური სერვისებია: კარდიოლოგის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ, ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.
ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)
ეკგ გულის მუშაობის შეფასების ბაზისური, არაინვაზიური, უმტკივნეულო, უსაფრთხო და მეტად ინფორმატიული მეთოდია. სპეციალური მოწყობილობა, ელექტროკარდიოგრაფი, ახდენს გულის ელექტრული აქტივობის სპეციალურ ფირზე ჩაწერას, რაც ხორციელდება კიდურებზე და გულმკერდზე დამაგრებული მწებავი ფირფიტების, ელექტროდების, საშუალებით.
ექოკარდიოგრაფია
ექოკარდიოგრაფია კვლევის მეთოდია, რომელიც გულის გამოსახულების მისაღებად იყენებს ულტრაბგერას. ამ კვლევის საშუალებით ხდება გულის კუნთისა და სარქვლოვანი აპარატის მრავალი დაავადების დიაგნოსტირება. ექოკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტრედმილზე)
დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტი გულისხმობს გულის მუშაობის შეფასებას მოძრავ სარბენ ბილიკზე (ტრედმილზე) ჩქარი სიარულს დროს. გადაწყვეტილებას დოზირებული დატვირთვის ტესტის ჩატარებაზე იღებს ექიმი, რაც მას დაეხმარება ისეთი დაავადებებისა დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის უკეთესი ტაქტიკის განსაზღვრისათვის,როგორებიცაა: კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების დაავადები, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული გულის რიტმის დარღვევები და სხვ.
ჩვეულებრივ, ტესტის ხანგრძლივობა 8-12 წუთია. ფიზიკური დატვირთვის ტესტის ფონზე შესაძლოა განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება და გულის რიტმის სხვადასხვა ტიპის დარღვევები; იშვიათად, კი გულის გაჩერებაც. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, კვლევა ტარდება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, სათანადოდ აღჭურვილ ოთახში.
ჰოლტერის მონიტორირება
ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც გულისხმობს, ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, 24 საათის განმავლობაში გულის რიტმის უწყვეტ ჩაწერას. გადაწყვეტილებას ჰოლტერის მონიტორიების ჩატარებაზე იღებს ექიმი, რაც მას დაეხმარება ისეთი დაავადებებისა დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის უკეთესი ტაქტიკის განსაზღვრისათვის, როგორებიცაა: გულის არიტმიები, კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების დაავადებები და სხვ. ჰოლტერის მონიტორირება წარმოებს ჩვეული, ყოველდღიური აქტივობის ფონზე.