მომსახურება
ნევროლოგია



ნევროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.

კლინიკა კურაციოში წარმოებული ნევროლოგიური სერვისებია: ნევროლოგის კონსულტაცია და ელექტროენცეფალოგრაფია.


ელექტროენცეფალოგრაფია


ელექტროენცეფალოგრაფია უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც პაციენტის თავის ქალაზე მიმაგრებული ბრტყელი მეტალის ფირფიტების (ელექტროდების) საშუალებით, ხდება ტვინის ელექტრული აქტივობის შესწავლა.

ტვინის ელექტრული აქტივობის ჩანაწერს ელექტროენცეფალოგრამა ეწოდება.

ელექტროენცეფალოგრაფია ეპილეფიის და ზოგიერთი სხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება. კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.