მომსახურება
ოფთალმოლოგია



ოფთალმოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია თვალის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.

კლინიკა კურაციოში წარმოებული ოფთალმოლოგიური სერვისებია: ოფთალმოლოგის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ, ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.

თვალის სრული გამოკვლევა

თვალის სრული გამოსაკვლევა მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ოფთალმოლოგიური კვლევის კომბინაციას, რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. ეს კვლევებია:

თვალის რეფრაქტომეტრია

რეფრაქტომეტრია წარმოადგენს მხედველობის ორგანოს გამოკვლევის ობიექტურ მეთოდს, რომლის დროსაც ხდება თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხუნარიანობის განსაზღვრა სპეციალური აპარატით რეფრაქტომეტრით.
კერატომეტრია რქოვანას გარდამტეხი ძალისა და წინა ზედაპირის სიმრუდის რადიუსის გაზომვის მეთოდი, რომელიცგამოიყენება ასტიგმატიზმის, კერატოკონუსის სადიაგნოსტიკოდ, კონტაქტური ლინზების შერჩევისას, ხელოვნური ბროლისიმპლანტაციისათვის და სხვ.

თვალის წნევის გაზომვა (ტონომეტრია)

ტონომეტრია პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება თვალშიგა წნევის გაზომვა. ამ კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ისეთი სერიოზული პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა გლაუკომა.

ბიომიკროსკოპია

ბიომიკროსკოპია თვალის ქსოვილებისა და მისი სინათლის გარდამტეხ არეთა ვიზუალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც ხორციელდება ნაპრალოვანი სანათის საშუალებით (თვალის წინა მონაკვეთის გამოკვლევა).

ოფთალმოსკოპია

ოფთალმოსკოპია ბადურას, სისხლძარღვოვანი გარსისა და მხედველობის ნერვის დვრილის ვიზუალიზაციაა.

ფერთა აღქმის გამოკვლევა

ფერთა აღქმის გამოკვლევა ხორციელდება რაბკინის პოლიქრომატული ტაბულებით.

შირმერის ტესტი

შირმერის ტესტი განსაზღვრავს გამოყოფს თუ არა თვალი საჭირო რაოდებით ცრემლს.

ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია

ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების კოაგულაცია ლაზერის სხივით. ლაზერული ფოტოკოაგულაცია მიეკუთვნება მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს, რომელთა განხორცილებაც, ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პირობებში ხდება. გამოიყენება ისეთი გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა დიაბეტური რეტინოპათია და ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია. პროცედურის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.

ლაზერული ირიდოტომია

ლაზერული ირიდოტომია მიეკუთვნება მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს, რომელთა განხორცილებაც, ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პირობებში ხდება და გულისხმობს ფერადი გარსის გაკვეთას ლაზერით. ტარდება გლაუკომის დროს თვალშიგა წნევის დაქვეითების მიზნით.