მომსახურება
ულტრასონოგრაფია



ულტრასონოგრაფია კვლევის ინფორმატიული და მრავალნაცადი მეთოდია, რომელიც ულტრაბგერის გამოყენების საშუალებით შეისწავლის ადამიანის სხვადასხვა ორგანოებს და გამოიყენება მრავალი დაავადების სადიაგნოსტიკოდ.

ანსხვავებენ ულტრასონოგრაფიის მრავალ სახეს, როგორებიცაა: ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის ულტრასონოგრაფია, თირკმელების და შარდ-სასქესო სისტემის ულტრასონოგრაფია, გინეკოლოგიური და სამეანო ულტრასონოგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, სისხლძარღვების დოპლერ-ულტრასონოგრაფია და სხვ. კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. მრავალწლიანი გამოცდილებით დადგენილია, რომ ულტრასონოგრაფია კვლევის უსაფრთხო მეთოდია.